Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ივლისში წინა წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 5.8%-ითაა გაზრდილი

ივლისში წინა წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 5.8%-ითაა გაზრდილი


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისში საქართველოში შედგა 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება.

საქართველოს ყველაზე მეტი, 175 499 ვიზიტორი ეწვია აზერბაიჯანიდან (+13.1%).

მეორე ადგილზეა რუსეთი - 159 063, რაც 6,4%-ით ნაკლებია 2018 წლის ივლისთან შედარებით.

მესამე ადგილზეა თურქეთი - 156 136 ვიზიტორი(+9.6%). საქართველოს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნიდან, სომხეთიდან იმყოფებოდა141 663 ვიზიტორი(+3.2%).

დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პირველ ადგილზეა გერმანია 9816 ვიზიტორით, რაც 2018 წლის ივლისთან შედარებით 33,7%-ით მეტია.

ჩრდილოეთ ევროპიდან პირველ ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, 3500 ვიზიტორი(+5.1%).

ჩრდილოეთ ამერიკიდან წელს ივლისში ყველაზე მეტი, 5446 ვიზიტორი იმყოფებოდა შეერთებული შტატებიდან(-15,5%).

ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან პირველ ადგილზეა ჩინეთი, 5361 ვიზიტორით(+55.6%).

ახლო აღმოსავლეთიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა საუდის არაბეთიდან, 22 775(+42,1%).

2018 წლის ივლისთან შედარებით, 2019 წლის ივლისში 60,8%-ითაა შემცირებული ვიზიტორთა რაოდენობა ირანიდან.

XS
SM
MD
LG