Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოცირიძე - ივანიშვილს სურს პოლიტიკურად გაანეიტრალოს ხაზარაძე - ჯაფარიძის დუეტი  


რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის -მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წაყენება იმის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის. რომან გოცირიძის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს ე.წ. ”ჭარბი ნდობა” ქვეყანაში ნულამდე დავიდა და ახლა მისი მისი ერთადერთი იმედი რუსეთია:

რუსთავის 2“-ის შემდეგ, აგერ ანაკლიაც დაასამარა. გარდა შორს მიმავალი გეგმებისა, პროკურატურის ეს ნაბიჯი მოკლევადიან მიზნებსც ემსახურება - პოლიტიკურად გაანეიტრალოს ხაზარაძე - ჯაფარიძის დუეტი და მათი მხარდამჭერი ბიზნესი, ხელი ააღებინოს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური აქტივობისგან და უარი ათქმევინოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის პირდაპირ მიღებაზე ან რომელიმე ძალის მხარდაჭერაზე.

ძალაუფლების შენარჩუნება ყველა ხერხებით ივანიშვილისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების მომავალი.

მალე პირადი მოსამსახურეებით შეავსებს უზენაეს სასამართლოს და საბოლოოდ გააფორმებს ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაციას.

ის დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც. ამ არჩევნებმა უნდა გადაარჩინოს ქვეყანა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

24 ივლისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.“

მამუკა ხაზარაძემ 9 ივლისს გამოაცხადა, რომ სექტემბერში აპირებს დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება.

XS
SM
MD
LG