ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუგების 94-ე შეხვედრა. დღის წესრიგში 10 საკითხია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, განიხილავენ წინა, მაისის შეხვედრის შემდეგ მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.
ანთაძის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებას და სასტიკ მკვლელობას.
ირაკლი ანთაძის თქმით, საუბარი იქნება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გავლების და მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების ფაქტებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, მაისიდან დღემდე ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით უკანონოდ იყო დაკავებული 5 ადამიანი, იანვრიდან ივლისის ჩათვლით კი 44.