თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა.
თუმცა სასამართლოდან გამოსულმა ქარდავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იყო დაკითხვა და არა გამოკითხვა და მოსამართლემ მას დაუდასტურა, რომ ის მოწმის სტატუსით დაიკითხა.
„მათ აინტერესებდათ, სად ვიყავი მე იმ მომენტში, რას ვაკეთებდი, ვხვდებოდი თუ არა პოლიტიკოსებს, მქონდა თუ არა რამე განსაკუთრებული მოლაპარაკებები ვინმესთან და ა.შ. ყველა აინტერესებდა, ვინ სად იყო და რას ვაკეთებდით, რამდენად ვიყავით დაორგანიზებულები. არ ვიცი, ხელისუფლებას თუ უნდა იმ სამართლიან, სპონტანურ პროტესტს, რომელიც გამოხატა ქართველმა ხალხმა, რაღაც ორგანიზებული ჯანყის ფორმა მისცეს და ამით თავი გაიმართლოს 20 ივნისთან დაკავშირებით, არ ვიცი, მაგრამ მე მათ დავუდასტურე ის ფაქტიც, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ვხედავდით ძალიან მაღალ ემოციას ხალხში, დავთანხმდით იმას, რომ რამდენიმე ლიდერი შესულიყო და ეწარმოებინა მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
20 ივნისის მოვლენებზე სასამართლომ უკვე გამოკითხა ნიკა მელია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, ხატია დეკანოიძე და ირაკლი ღლონტი.