Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე პუტინის განცხადებაზე - მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

ჩვენ მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ევროპა ამაყობს ამით და დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.

სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ საქართველო ისტორიის, არამედ მისი მომავალი გეგმების შესახებაც:

„და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი - საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს - ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მტკივნეული გამოწვევების გადასალახად საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევა.

ვლადიმირ პუტინმა 9 ივლისს რუსეთის მედიის წარმომადგენლებთან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიაზე ისაუბრა.

როგორც პუტინმა უთხრა რუს ჟურნალისტებს, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

მამუკა ბახტაძის განცხადება სრულად (იხ. ვიდეო)

მამუკა ბახტაძე პუტინის განცხადებას გამოეხმაურა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:26 0:00

XS
SM
MD
LG