შს მინსიტრის, გიორგი გახარიას თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს, ხელისუფლება საქართველოში არ შემოიშვებს.
ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში, მთავრობის სხდომის დასრუების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა:
"გავრილობი დღეს საერთოდ არ მაინტერესებს, ეს არის მეათეხარისხოვანი. არ შემოვუშვებთ გავრილოვს. არ შევმოვუშვებთ!"
რუსეთის დუმის დეპუტატი, რომლის თბილისში ვიზიტსაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა, საქართველოში ჩამოსასვლელად ისევ მზად არის. ამის შესახებ მან რუსულ სააგენტო "ინტერფაქსის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა:
”მე პირადი გეგმები მაქვს და ძალიან მინდა იქ ჩასვლა. შემოდგომაზე, როდესაც მცირედ აგრილდება, ბავშვებთან ერთად გვქონდა დაგეგმილი [საქართველოში] მომლოცველად ჩასვლა. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ, იმიტომ რომ სხვა ასეთი ადგილი, როგორიც საქართველოა, არ გვაქვს".
20 ივნისს, გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან, უმწვავესი პროტესტი მოჰყვა. შესვენების შემდეგ სხდომა აღარ გაგრძელებულა, გავრილოვი და დუმის სხვა დეპუტატები კი, იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ. საპროტესტო აქცია პირველ დღეს რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა სპეცრაზმმა. გადადგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. აქციები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მე-9 დღეა გრძელდება.