Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკში "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" ყალბი ჯგუფი გაჩნდა


ფეისბუკში "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" ყალბი ჯგუფი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ მითების დეტექტორი ავრცელებს. "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება" 20 ივნისის შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ვირტუალურ სივრცედ იქცა.

ჯგუფის პირველი და რეალური ვერსია 2018 წლის მაისიდან არსებობს, ახალი ჯგუფი კი 2019 წლის 21 ივნისს არის შექმნილი, აქციის დარბევის ღამის შემდეგ. რეალური ჯგუფი 10 ათასამდე წევრს აერთიანებს, ხოლო მის ყალბ ანალოგს 62 წევრი ჰყავს. ახლად შექმნილი ჯგუფის ადმინისტრატორი არის Giorgi Rusia.

მითების დეტექტორმა აღნიშნული მომხმარებლის ფეისბუკანგარიში შეისწავლა და გაარკვია, რომ სოციალურ ქსელში ის 2017 წელს არის დარეგისტრირებული, მხოლოდ ერთი მაიდენტიფიცირებელი ფოტო აქვს და მის მიმდევრებში ძირითადად ბოტები არიან.

ამავე ფეისბუკმომხმარებლის სახელზე სოციალურ ქსელ Vkontakte-ში კიდევ ერთი ანგარიში ფიქსირდება, მხოლოდ ორი მაიდენტიფიცირებელი ფოტოთი. ეს ყველაფერი მითების დეტექტორის მკვლევარებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა Giorgi Rusia ყალბი ანგარიში იყოს.

ფეისბუკი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განაცხადონ ყალბი ან საეჭვო ანგარიშებისა და ჯგუფების აღმოჩენის შემთხვევაში. მათ ფეისბუკი შეისწავლის და ეჭვის დადასტურების შემდეგ გააუქმებს.

XS
SM
MD
LG