Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია მცირე ხნით დაიძაბა


მომიტინგეთა ნაწილი პოლიციელებს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც სამართალდამცველები ამ ეტაპზე დაუდგენელი პირის დაკავებას ცდილობდნენ. უცნობია დაკავების მიზეზიც.

პარლამენტის შენობიდან ოდნავ მოშორებით, აქციის მონაწილეები გადაეღობნენ პოლიციის ავტომობილს და გარკვეული ძალისხმევის შემდეგ, შეძლეს დაკავებულის გათავისუფლება.

ამ ეტაპზე აქციის მონაწილეები ისევ დაბრუნდნენ პარლამენტის შენობის წინ. იქ გრძელდება საპროტესტო აქცია.

რუსთაველის გამზირზე რჩება მომიტინგეთა ის ნაწილი, რომელიც არ დაეთანხმა 21 ივნისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორების, „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ წარმომადგენლების მოწოდებას - აქციის ოფიციალური ნაწილის დასრულებისა და აქციის 22 ივნისს 19:00 საათზე გაგრძელების თაობაზე.

აქციის ამჟამინდელ მონაწილეთა ნაწილი მომხრეა იმისა, რომ მსვლელობა გამართონ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ. ამ იდეას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ არანაირი მსვლელობა არ ჰქონდათ დაგეგმილი და სპონტანურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

XS
SM
MD
LG