Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: წინასწარ უნდა გვეფიქრა ამ შეხვედრის ჩატარება შეიძლებოდა თუ არა პარლამენტის სხდომათა დარბაზში


თბილისის მერი კახი კალაძე პარლამეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მან „ფეისბუქის“ ლაივ ჩართვის დროს განაცხადა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა აღარ უნდა ჩატარდეს.

„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება პარლამენტში და ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შეწყდეს. აუცილებლად უნდა გადაიდოს. კატეგორიუოალდ მიუღებელია ის ყველაფერი, რაც ხდებოდა. ალბათ მოგვიანებით, ყევლაფერი გაირკვევა, რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, ამ შეხვედრის ჩატარება საერთოდ შეიძლებოდა თუ არა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში. არ არის მისაღები რაც დღეს ხდება და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეწყდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისთვის სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დილით სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

XS
SM
MD
LG