"მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, დღეს იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს..." - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი.
16 ივნისს, ვერის პარკში შეხვედრაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა გამოაცხადა.
მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან.
ეს გეგმა მან "თბილისი პრაიდის" კვირეულის ჩასაშლელად წარმოადგინა.
"თბილისი პრაიდის" კვირეული ლგბტქი თემის და აქტივისტების ნაწილს 18-22 ივნისს აქვს დაგეგმილი.