Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოშტარია: ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ხელს უწყობდა ხორავას საქმის "შეკერვას"


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას თანახმად, კომისიამ 11 ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მათ შორის არიან ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე და საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, ყოფილი გენერალური პროკურორი დავით სარალიძის მკვლელობის საქმის „შეკერვასა“ და „გამრუდებაზე“ პასუხისმგებელი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა:

მან იცოდა კონკრეტული გამრუდებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, იცოდა რომ არ ამოიღეს ტანსაცმელი კალანდიასი, იცოდა რომ არ ამოიღეს მიმოწერა ამ ადამიანების და მან არანაირი მითითება არ მისცა, მან ხელი შეუწყო საქმის გამრუდებას.

მეორე, მან იცოდა მირზა სუბელიანის შესახებ პირველივე დღეს დანაშაულისა, მაგრამ არა თუ არ მოითხოვა მის წინააღმდეგ საგამოძიებო ქმედებები, არამედ ბოლომდე ხელს აფარებდა მას. ასევე შოთაძემ საზოგადოებას მოატყუა გამიზნულად დანაზე დნმ-ის არსებობა- არარსებობის შესახებ მაისში. ანუ პირდაპირ მოატყუა საზოგადოება იმიტომ, რომ მონაწილეობდა ამ საქმის გამრუდებაში და ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“,-აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

მან საგანგებო პრესკონფერენციაზე გამყალბებელად მოიხსენია ხორავას საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე. ელენე ხოშტარიას შეფასებით, ზვიად ფხაკაძის მთავარი ფუნქცია მიხეილ კალანდიაზე ხელის დაფარება იყო:

მაგალითად, შევახსენებ საზოგადოებას, რომ კომისიაზე იძახდა, დიახ, კალანდია ურტყამდა სარალიძეს, მაგრამ ეს იყო გაშველებაო. ის ატყუებდა კომისიას და მათ შორის სასამართლოს, რომ ვითომ კალანდია იყო არა ფარდულში, არამედ 9 მეტრის მოშორებით. უბრალოდ გააყალბა და ტყუილი თქვა, ვითომ 9 მეტრის მოშორებით იდგა. და ცრუ ჩვენებებს იძლეოდა, რა თქმა უნდა, მათ შორის კომისიაზე. ეს ადამიანი, ეს პროკურორი არის სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი ამ საქმის გამრუდებაზე და ეს არის დასაბუთებული კომისიის დასკვნაში. და ასევე მისი კურატორი პროკურორები-გაბოძე, გაბიტაშვილი, კაპანაძე-ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ისმენდნენ მოხსენებებს საქმეზე და უბრალოდ თვალს ხუჭავდნენ ამაზე და ესეც არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“,-საგანგებო ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ხელს აფარებდა ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ ადამიანებს.

XS
SM
MD
LG