Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 წელი შესრულდა ჩინეთში ტიანანმენის მოედანზე დატრიალებული ტრაგედიიდან


ჩინეთის უშიშროების ძალებმა 4 ივნისს გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები ტიანანმენის მოედნის გარშემო, რათა არ დაუშვას რაიმე თავყრილობა ამავე მოედანზე 30 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის აღსანიშნავად. მოედნამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია, მახლობელ მეტროს სადგურზე პოლიცია დოკუმენტებს უმოწმებს ტურისტებსა და მგზავრებს.

1989 წლის გაზაფხულზე ჩინეთში დემოკრატიული ცვლილებებისა და კორუფციის აღმოფხვრის მოთხოვნით სტუდენტებისა და მუშების დაწყებული აქცია მთელ ქვეყანას მოედო.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოძრაობას მალე მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა - სტუდენტები, მუშები. საპროტესტო მოძრაობის ფრონტის ხაზად ტიანანმენის მოედანი იქცა. აქციის მონაწილეებმა კარვების ქალაქი გაშალეს და განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებოდნენ.

ჩინეთის ხელისუფლების ბრძანებით 4 ივნისს სამხედროებმა ტიანანმენის მოედანზე მიიტანეს იერიში. მოედანზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ჯარმა სინათლე გამორთო და უკუნეთმა სიბნელემ დაისადგურა. ტანკები სწორედ ამ დროს დაიძრა მოედნისკენ და დაიწყო მომიტინგეთა დაშლა. ჯერაც უცნობია სამხედრო ძალის გამოყენებით დაღუპულ დემონსტრანტთა ზუსტი რიცხვი.

XS
SM
MD
LG