30 მაისს ნაწილობრივ დაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, სადაც თბილისის მერია იწყებს ინფრასტრუქტურის მთლიანად შეცვლას.
ამ ეტაპზე, დაკეტილია მონაკვეთი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან არაყიშვილის ქუჩის ასახვევამდე.
ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა ავტოტრანსპორტის მიმოსვლის დროებითი სქემა, რომელიც თბილისის მერიის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.