Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქობულია: არაერთხელ მიწოდეს „უცხო სხეული“


ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რა მიმართულებით გააგრძელებს საქმიანობას.

„ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები. ვაპირებ ზაფხული აქ გავატარო. ორ თვეში გახდება ნათელი, თუ რით დავკავდები. ბევრი წინადადება და საინტერესო პროექტი მაქვს“, - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ განაცხადა პარლამენტში, სადაც დეპუტატების ნაწილს მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის 19 აპრილამდე.

გიორგი ქობულიამ მინისტრის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დისკუსიის დროს მას არაერთხელ უწოდეს „უცხო სხეული“ განსხვავებული ხედვების გამო.

XS
SM
MD
LG