Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის კომისიის შემადგენლობა სავარაუდოდ მომავალ კვირაში დამტკიცდება


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობა, სავარაუდოდ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან აქტიური კომუნიკაცია ყველა მინისტრს დაავალა.

მათ შორის ბუნებრივია, ძალიან აქტიურად საუბრობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და მოგეხსენებათ, მიღწეულია შეთანხმება. რაც შეეხება თავად კომისიას, მას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას ხელახლა დავამტკიცებთ და ეს სავარაუდოდ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე, მომდევნო კვირას მოხდება.

ამის შემდეგ დელიმიტაციის საკითხებზე საუბარი ორი ქვეყნის კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება.

XS
SM
MD
LG