თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამით კლდე ჩამოიშალა მოძრაობა უკვე აღდგენილია.
ფოტორეპორტაჟი: თამარაშვილის ქუჩა კლდის ჩამოშლის შემდეგ

1
მოძრაობა აღდგენილია, თუმცა გზის ნაწილი კვლავ გადაკეტილია.

2
გზის ნაწილი შემოსაზღვრულია დამცავი ზოლით. მუშებს გააქვთ კლდის ნაშალი მასალა.

3
ქვები გააქვთ სატვირთო მანქანებით და ექსკავატორის დახმარებით.

4
დილით თამარაშვილის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო.

5
პერიმეტრი ისევ შემოსაზღვრულია საპატრულო ლენტით.