19 მაისს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართება. ელექტორატს 20 კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
საკვანძო თარიღები
- 20 მარტი
დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია
- 23 მარტი
დაიწყო კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია
- 29 აპრილი
დასრულდა კანდიდატების რეგისტრაცია
- 7 მაისი
კანდიდატურის მოხსნის ბოლო ვადა
- 19 მაისი
არჩევნების დღე
- 7 ივნისი
შედეგების გამოცხადების ბოლო ვადა
- 13 ივნისი
არჩევნების მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა (საჭიროების შემთხვევაში)
პარლამენტში ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მთაწმინდის წინა წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი შარშან საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
საარჩევნო მარათონი საკმაოდ მრავალფეროვანია - ვეტერან პოლიტიკოსებთან ერთად დეპუტატის მანდატისთვის იბრძვიან ულტრამემარჯვენეები, სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი, ერის სულიერებაზე მზრუნველი, ექიმი და სხვები. რეგისტრაცია პირველმა გაიარა მიხეილ-გელა სალუაშვილმა, ლიდერმა გაერთიანებისა “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”. მთაწმინდაზე მეორედ იყრის კენჭს ექიმი ლადო კახაძე, ამჯერად მმართველი პარტიის სახელით (მანამდე ის პაატა ბურჭულაძის ოპოზიციური პარტიის კანდიდატი იყო). ყოფილ თანაგუნდელებთან, პარტია “ევროპულ საქართველოსთან” შეთანხმების გამო ოლქში კანდიდატი არ ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას”.
თბილისში გამოკითხულთა 86%-მა არ იცის ან არასწორად იცის, ვინ მუშაობს მისთვის პარლამენტში. გამარჯვებულს გამკლავება მოუწევს მთაწმინდის პრობლემებთან, რომლებიც წლებია აწუხებთ დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის მაცხოვრებლებს. ასეთია ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლები, კულტურულ მემკვიდრეობასთან და გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხები.
მთაწმინდის არჩევნებს ბევრი აფასებს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, 19 მაისის არჩევნები აჩვენებს საზოგადოების განწყობას.
მთაწმინდის საპარლამენტო მანდატი მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის, “ქართული ოცნებისთვის”, რომელმაც ცოტა ხნის წინ, გუნდში განხეთქილების გამო, რამდენიმე წევრი და მათთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
დეპუტატობის კანდიდატები
"საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ეს უფლის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც.”
- საარჩევნო ნომერი - 4
- “თბილისის ქარგვისა და ხელოვნების საერთაშორისო უნივერსიტეტის” კურსდამთავრებული
- “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი კანდიდატი
- თვლის, რომ ქართული მეინსტრიმ ტელევიზიები რეალურ პრობლემებს არ აშუქებენ
- ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
"ჩვენ თუ გვინდა გადარჩენა, კარი უნდა დავუკეტოთ მიგრანტებს.”
- საარჩევნო ნომერი - 9
- თეოლოგიის დოქტორი
- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 1%-მდე
- საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
- აქვს რელიგიური ორგანიზაცია “საერთაშორისო მართლმადიდებლური ლაზურ-ხალიბური კატაკომბური ეკლესია”
- ეწინააღმდეგებოდა საქართველოში არაქართველებზე მიწის გასხვისებას
- პარტია “თავისუფალი საქართველო”
"ჩვენ უარი ვთქვით შურისძიებასა და ანგარიშსწორებაზე და წინ ვიხედებით.”
- საარჩევნო ნომერი - 13
- სანდრო გირგვლიანის საქმეზე მოიგო სასამართლო სტრასბურგში
- ოპოზიციონერად ქცეული მმართველი პარტიის წევრი
- ყოფილი ოპონენტების, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერების მოკავშირე
- ბლოკი “ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”
"სხვა ტელევიზიები არ მაშუქებენ და რა ცნობადობითაც თქვენ [საზოგადოებრივი მაუწყებელი] სარგებლობთ, იმ ცნობადობით ვსარგებლობ მეც.”
- საარჩევნო ნომერი - 17
- მონაწილეობდა ხუთ არჩევნებში, მათ შორის, პრეზიდენტის, პარლამენტისა და თბილისის მერის არჩევნებში
- გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღო მხოლოდ 900-მდე ხმა
- პარტია “საქართველო”
"მთაწმინდის ლოკალური პრობლემები მოაგვარონ, საკრებულოში ვინც არიან და თბილისის მერიამ!.. მე უკეთეს პოლიტიკურ მომავალს შევქმნი...”
- საარჩევნო ნომერი - 24
- პატრიოტთა ალიანსის ყოფილი აქტივისტი
- მონაწილეობდა 2010, 2016, 2018 წლების არჩევნებში
- იურიდიულად ეხმარებოდა საფინანსო კომპანია “საქართველოსა” და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს
- “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის”
"მიშამ [სააკაშვილმა], როგორც ეპოქალურმა პიროვნებამ, შექმნა ეპოქა”
- საარჩევნო ნომერი - 27
- 2017 წლის არჩევნებში ნაძალადევის რაიონში 243 ხმა მიიღო (1.97%)
- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა მხარს
- “პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”
"ჩვენ მოვდივართ იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას სულების ხსნაში დავეხმაროთ.”
- საარჩევნო ნომერი - 28
- სჯერა, რომ ქართველ ერს აქვს სულიერი მისია, მსოფლიოს შეატყობინოს მეორედ მოსვლის წინა პერიოდის დადგომა
- საყვარელი წიგნია ბიბლია
- მონაწილეობდა ექვს არჩევნებში, მათ შორის, საპრეზიდენტო, საპარლამენტო და თბილისის მერის არჩევნებში
- 2018 წლის არჩევნებზე ნინოწმინდაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რადგან, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილში აერიათ
- პარტია “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”
"ერთი ფაბრიკა ვერ უნდა გავხსნათ, მაგის დედა ვატირე?”
- საარჩევნო ნომერი - 33
- გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში არ შევა
- “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”
"ვინც მოსამართლეთა კლანი სახლში არ გაუშვას, იმის დედას შე**ცი.”
- საარჩევნო ნომერი - 35
- გასართობი ფეისბუკ გვერდის “ასე იტყოდა ზარათუშტრას” შემქმნელი
- უნგრეთისა და ბალატონის ეპისკოპოსი “გირჩის” რელიგიურ ორგანიზაცია “ბიბლიურ თავისუფლებაში”
- მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ თავისივე პარტიის შექმნილ კრიპტოვალუტას სთავაზობს
- პარტია “გირჩი”
"რა განსხვავებაა “ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის” მაგინებელთა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის მაგინებელთა შორის? - არანაირი.”
- საარჩევნო ნომერი - 38
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
“შემოთავაზება მივიღე ოჯახისგან, რომელსაც ჰქვია ‘ქართული ოცნება’”
- საარჩევნო ნომერი - 41
- ექიმი
- მოცეკვავე
- პოეტი
- თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე 1998-2002 წლებში
- პაატა ბურჭულაძის პარტიისთვის შეწირული აქვს 60 000 ლარი
- 2016 წლის არჩევნებზე, მთაწმინდის ოლქში 618 ხმა მიიღო (2,65%)
- მიიჩნევს, რომ აბორტი მკვლელობაა, თუმცა მის აკრძალვას არ ემხრობა
“არ მინდა ვიყო ემიგრანტი. მინდა, რომ ამ ქვეყანაში ჩემს შვილებს ეცხოვრებოდეთ.”
- საარჩევნო ნომერი - 42
- მიაჩნია, რომ პარტიების დახარისხება იდეოლოგიების მიხედვით მოძველებულია
- ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობა”
“ჩემი პოლიტიკური ამოცანაა განსასჯელის სკამზე დავსვა მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია...”
- საარჩევნო ნომერი - 43
- ვეტერანი პოლიტიკოსი, პარლამენტის 4 მოწვევის წევრი სხვადასხვა პარტიის სიით
- პოლიტიკიდან წასული და უკან დაბრუნებული
- 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 0.6% მიიღო
- მოითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას
- დამოუკიდებელი კანდიდატი
“ამჯერად სამართლიან არჩევნებს ველოდები. ახლა გამოცდილებაც მეტი მაქვს და ცოდნაც. თავისუფლებაც დღეს მეტია და შიშიც ნაკლები.”
- საარჩევნო ნომერი - 44
- სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე
- რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი
- მონაწილეობდა 2010 წლის არჩევნებში, მიიღო ხმების დაახლოებით 19%
- დამოუკიდებელი კანდიდატი
“საჯარო სივრცეს დღეს ემუქრება დიდი კაპიტალი, ე.წ. დეველოპმენტალიზმი, რომელიც სინამდვილეში სპობა არის.”
- საარჩევნო ნომერი - 45
- სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი
- ისტორიკოსი
- პოლიტიკური კომენტატორი
- დამოუკიდებელი კანდიდატი
“სპორტული საბრძოლო რინგიდან დავაპირე გადასვლა პოლიტიკურ რინგზე, რათა გამოვაცოცხლო ეს ქვეყანა.”
- საარჩევნო ნომერი - 46
- ორთაბრძოლების ფედერაციის ხელმძღვანელი
- საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰგონია სახელმწიფო არხი, სადაც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისტული გადაცემები უნდა გადიოდეს
- მიაჩნია, რომ ცილისწამებაზე კანონი უნდა გამკაცრდეს
- დამოუკიდებელი კანდიდატი
“დავიცავ პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას! ვეცდები ღირსეულად ჩავენაცვლო [სალომე ზურაბიშვილი] ჯერ მთაწმინდაზე...”
- საარჩევნო ნომერი - 47
- სურდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა
- სამართლის დოქტორი
- სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი
- დამოუკიდებელი კანდიდატი
და სხვა კანდიდატები
- “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”
- პარტია თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა
- “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები”