თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად დატოვა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სამართლებრივი დავა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ.
სამოქალაქო დავა საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა.
საქმის არსებითი განხილვა 11 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასამართლომ უარი თქვა პროცესის გაგრძელებაზე.
ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივით უთხრა სამმა მოსამართლემ უარი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საჩივრის განხილვაზე.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის, ლევან გორელიშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.
სასამართლოს 11 აპრილის გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე. მისი თქმით, გადაწყვეტილება მის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას შეესაბამება.