Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდმა და ავსტრალიამ რუსეთთან კონსულტაციები გამართეს 2014 წელს უკრაინაში ჩამოგდებულ "ბოინგ 777"-ზე


ნიდერლანდისა და ავსტრალიის წარმომადგენლებმა რუსეთთან კონსულტაცია ჩაატარეს კომპანია Malaysian Airlines-ის თვითმფრინავის მიერ 2014 წლის ივლისში უკრაინაში განცდილი ავარიის შესახებ. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მიიჩნევს, რომ თვითმფრინავი შეიძლება ჩამოეგდოთ კურსკის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზიდან ჩასული საჰაერო თავდაცვის კომპლექსით. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს კატასტროფასთან კავშირს.

სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს ნიდერლანდისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სტეფ ბლოკმა და მერინ პეინმა, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გლუშკომ. მინისტრებმა და რუსეთის ჩინოვნიკმა უარი თქვეს მოლაპარაკებების შინაარსისა და მიღწეული შედეგის გახმაურებაზე.

მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავი „ბოინგ 777“, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა რეისით MH17, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს დონეცკის ოლქში. მასში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG