Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავას შავგულიძის პირველი მერცხლობის იმედი აქვს


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გრძელვადიანი და სტრატეგიული უწოდა „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანშრომლობას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალები სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ, არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა“ - განაცხადა გიგი უგულავამ „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ ერთობლივ ბრიფინგზე.

უგულავას თქმით, უნდა დასრულდეს შუღლი, გაუტანლობა და ბოროტება, რასაც "ქართული ოცნება" თესავს.

„დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში მძიმე ცვლილებების ფონზე შალვა შავგულიძე პირველი მერცხალი იქნება“ - თქვა გიგი უგულავამ.

ორმა პარტიამ ბლოკი შექმნა პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის და მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე.

არჩევნები 19 მაისს გაიმართება. თბილისის მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ამ ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეული სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

XS
SM
MD
LG