Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან მოლაპარაკებებს იწყებს


 მიხეილ გიორგაძე და დეა მეტრეველი
მიხეილ გიორგაძე და დეა მეტრეველი

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან იწყებს მოლაპარაკებებს 2021 წელს საქართველოს საპატიო სტუმრად წარდგენის შესახებ. ამ მიზნით პარიზში იმყოფებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, დეა მეტრეველი.

მათ უკვე გამართეს საქმიანი შეხვედრები საფრანგეთის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტთან ვინსენ მონტანთან ასოციაციის გენერალურ დირექტორთან პიერ დუტიოლთან, ასევე ფრანგული ინსტიტუტის პრეზიდენტთან პიერ ბულერთან და ფრანგული ინსტიტუტის ფრანგული ენის, წიგნისა და ცოდნის დეპარტამენტის დირექტორთან ჯუდით როუზთან.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იუწყება, საფრანგეთის გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საქართველოს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად ფრანგულ ენაზე ითარგმნოს ქართველი ავტორების წიგნები.

ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა კი მზადყოფნა გამოთქვეს დახმარება გაუწიონ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებაში“, – განაცხადეს სამინისტროში.

პარიზის წიგნის ბაზრობა 1981 წლიდან ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და საფრანგეთის ლიტერატურული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ბაზრობაზე 1 200-მდე სხვადასხვა ქვეყნის გამომცემელი და 4 000-მდე მწერალი მონაწილეობს.

ბაზრობა განთავსებულია 55 000 კვ. მ. საგამოფენო სივრცეში და წარმოდგენილია 500-მდე სტენდი. ბაზრობას ოთხი დღის განმავლობაში 165 000 დამთვალიერებელი სტუმრობს.

საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხორციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო.

XS
SM
MD
LG