Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ ახლო მოკავშირე გაათავისუფლა, იარაღის უკანონოს შემოტანის შესახებ სკანდალის ფონზე


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ თავისი ახლო მოკავშირე, ოლეგ ჰლადკოვსკი გაათავისუფლა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილის პოსტიდან, იმ სკანდალის ფონზე, რომ ჰლადკოვსკის ვაჟი ჩართული იყო რუსეთიდან იარაღის ნაწილების უკანონოდ შემოტანაში.

პოროშენკომ 4 მარტს ტვიტერით დაწერა, რომ ჰლადკოვსკი ასევე გათავისუფლებულია სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის და ექსპორტის კონტროლის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან.

ერთი კვირით ადრე მედიაორგანიზაცია Bihus.Info-ს პროგრამაა "ნაში ჰროშიმ", ანუ "ჩვენმა ფულმა" გაავრცელა ცნობა, რომ 2015 წელს ჰლადკოვსკის შვილმა, იგორმა, ორგანიზება გაუწია ჯგუფს, რომელსაც რუსეთიდან შეიარაღების ნაწილები უნდა შემოეტანა. ეს მოხდა ერთ წელიწადში მას მერე, რაც მოსკოვმა უკრაინის ყირიმის ანექსირება მოახდინა და ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტებს უჭერს მხარს.

ამ ცნობების თანახმად, სახელმწიფო თავდაცვის უწყებებმა უკანონოდ შემოტანილი ნაწილები ზედმეტად დიდ ფასად შეიძინეს კერძო კომპანიებისგან, რომლებსაც იგორ ჰლადკოვსკისთან და მის მეგობრებთან ჰქონდა კავშირი.

XS
SM
MD
LG