დამახინჯებული კომუნისტური პლაკატი.
Photo: Afghan Media Resource Center (Courtesy Image)
ფოტოებზე აღბეჭდილი საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში
ფოტოებზე აღბეჭდილი საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში
მებრძოლი აკვირდება საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ ავღანური ხეობის დაბომბვას. 1978 წლის სისხლიან კომუნისტურ გადატრიალებას ერთ წელიწადში ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეჭრა მოჰყვა.
სწავლების დროს სამხედრო ძვრება დაბრკოლებათა ზონაში. 1979 წელს, საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრამ ხელი შეუწყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ოპერაციის დაწყებას. სსრკ-ის ქმედება ფართოდ დაგმეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
ანტისაბჭოთა ჯიჰადისტი მებრძოლები, მოჯაჰედინები, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდნენ თავიანთი იარაღით. სავარაუდოდ 1979 წლიდან, CIA ფარულად აფინანსებდა მუსლიმ სამხედრო ჯგუფებს, რომლებმაც მომდევნო ათწლეული საბჭოელების წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარეს.
აშშ-ის პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი ავღანელი პარტიზანი მებრძოლების, მოჯაჰედინების ლიდერებს ხვდება 1983 წელს. შეხვედრიდან მალე, საბჭოთა კავშირის "სისხლისგან დაცლის" მიზნით, აშშ-მა და საუდის არაბეთმა დაიწყეს ანტისაბჭოთა სამხედროების მილიონობით დოლარით დაფინანსება.
მოჯაჰედინი მებრძოლი ცას აკვირდება საჰაერო იერიშის შემდეგ. ავღანეთში მყოფი უცხოელი ჟურნალისტებისთვის სიტუაცია განსაკუთრებით სარისკო გახდა. 1984 წელს საბჭოთა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოჯაჰედინებთან დაფიქსირებულ ნებისმიერ ჟურნალისტს მოკლავდნენ. ამის გამო ვაშინგტონმა დააფინანსა სადავო პროგრამა და ავღანელი აჯანყებულები ფოტოკამერებით მოამარაგა.
ფოტოგრაფი იღებს მოჯაჰედინის პორტრეტს. 1985 წლიდან ამერიკელი ჟურნალისტები ავღანელებს ვიზუალურ გაშუქებას ასწავლიდნენ.
ავღანეთის მედიის რესურს ცენტრმა დაახლოებით 50 კამერა დაარიგა უცხოელი ჟურნალისტებისთვის დაბრკოლებების გამო, "ფარულ" ომად ქცეული დაპირისპირების აღსაწერად. ამ პროექტის ფარგლებში თითქმის 94 000 ფოტო დაგროვდა.
საბჭოთა კავშირის საველე ბაზა. ფოტოპროექტისთვის მომუშავე 20-ზე მეტი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი დაშავდა, ორი კი მოკლეს.
მოჯაჰედინები პარვანის პროვინციაში შეხვედრის დროს.
საბჭოთა ვერტმფრენი სოფლის თავზე.
მოჯაჰედინი ისვრის საბჭოთა კავშირში დამზადებულ რაკეტას. CIA-ის დაფინანსებით აღჭურვილი მუსლიმი მებრძოლების იარაღის უდიდესი ნაწილი სსრკ-ში იყო დამზადებული.
მოჯაჰედინი მებრძოლები ისვრიან იმ ტიპის იარაღიდან, რომელიც CIA-მ სხვადასხვა წყაროსგან შეისყიდა, მათ შორის, ავღანეთში საბჭოთა არმიის კორუმპირებული დანაყოფისგან.
ომის გადაღების გარდა, ფოტოგრაფები ყოველდღიურ ცხოვრებასაც აღბეჭდავდნენ ფირზე.
ავღანელმა ლტოლვილებმა ხალიჩაზე საბჭოთა იარაღი გამოსახეს.
საჰაერო დარტყმა ანადგურებს ავღანურ სოფელს.
მოჯაჰედინ მებრძოლს ხელში უკავია პარაშუტიანი ბომბის ნარჩენი.
მომაკვდავი პარტიზანი მეთაური მიწაზე წევს. მას საქორწინო წვეულების დროს ესროლა "საბჭოთა ჯაშუშმა".
საბჭოთა ჯარისკაცების ფიტულები. წარწერა: "შაჰრე ნავ-ის (ქაბულის უბანი) დები ტირიან, კომუნისტების დები კი თვალებს იხატავენ".
საბჭოთა ჯარისკაცის გვამი. ცხრაწლიან ომში 14 000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა.
ავღანელი კაცის გვამი, რომელიც საბჭოთა დაბომბვას შეეწირა. ომში, სულ მცირე, 500 000 ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 5 მილიონზე მეტი - მოსახლეობის ერთი მესამედი - იძულებით დადაადგილებულ პირად იქცა.
საბჭოთა ჯარისკაცებისა და ავღანელი კაცების იშვიათი საერთო ფოტო. ერთ-ერთი ჯარისკაცის მოგონებით, მას უთხრეს, "ავღანელ ხალხს ფეოდალიზმის დასრულებასა და მშვენიერი სოციალისტური საზოგადოების შენებაში ვეხმარებითო".
მოჯაჰედინების ჯგუფის მიერ ჩამორთმეული ალკოჰოლი, სავარაუდოდ, განადგურებამდე.
ჯარისკაცი ტყვიათმფრქვევს ისვრის. CIA-ის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი ჯგუფი რადიკალი ისლამისტი იყო, რომლებმაც მოგვიანებით ტერორისტული ორგანიზაციები შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ოსამა ბინ ლადენი საბჭოელების წინააღმდეგ იბრძოდა, საკამათოა, მიიღო თუ არა მან აშშ-ის მხარდაჭერა.
"პეპელა ნაღმი" მსხვერპლის მოლოდინში. საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავღანეთის მასშტაბით მილიონობით მოწყობილობა ჩამოყარეს. მწვანე ფერის ნაღმებს მებრძოლები მარტივად არიდებდნენ თავს, თუმცა დაშავდა ბევრი ბავშვი.
საბჭოთა ჯარისკაცები ნაღმებს ამოწმებენ ავღანეთის პანჯშირის პროვინციაში. ერთ-ერთი სამხედროს მოგონებით, "იქ მშვიდობიანი მოსახლეობა არ ყოფილა, ყველა პარტიზანი მებრძოლი იყო".
ავღანელი კაცი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმით.
საბჭოთა ჯარისკაცის, ივან ზავარზინის კომკავშირის ბილეთი.
ჯარისკაცი, რომელიც საბჭოთა არმიიდან გაიქცა და ისლამი მიიღო. ომის დასრულებამდე 200-მდე საბჭოთა სამხედრო დარჩა ავღანეთში, რამდენიმე მათგანი დღესაც იქ ცხოვრობს.
საბჭოთა სამხედროები პატრულირებისას. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა აღიარა, რომ რამდენიმე ქალი და ბავშვი ცოცხლად დაწვა.
მოჯაჰედინი მებრძოლი აუფეთქებელ საბჭოთა რაკეტასთან.
ფოტოები აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკას 2016 წელს გადაეცა. ბიბლიოთეკის სპიკერის თქმით, სურათებმა შეავსო "უზარმაზარი ნაპრალი" საბჭოთა კავშირის ბოლო ომის ვიზუალურ არქივში.