Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ პარლამენტმა ანრი ოხანაშვილი აირჩია

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ პარლამენტმა ანრი ოხანაშვილი აირჩია


პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 98-მა დეპუტატმა. ოთხმა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ბესელია. როგორც ცნობილია, ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის 27 დეკემბერს თანამდებობა დატოვა ეკა ბესელიამ. პოსტიდან წასვლის მიზეზად მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის გაუმჭვირვალე და ნაჩქარევი პროცესი დაასახელა.

XS
SM
MD
LG