თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) წინააღმდეგ.
მედიკო მარგოშვილმა და მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ს 2018 წელს უჩივლეს შვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის. მშობლები და მათი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სუს-მა ტერორისტებთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირის შესახებ გაკეთებული განცხადებით დაარღვია მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.
თავის მხრივ, მოსამართლე ნათია ტოგონიძემ მიიჩნია, რომ სუს-ის განცხადებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.