Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალები სავარაუდოდ, ემზადებიან "საზღვრის" გავლების გასაგრძელებლად


საოკუპაციო ხაზი სოფელ ატოცთან
საოკუპაციო ხაზი სოფელ ატოცთან

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გასავლებად ტერიტორია მონიშნეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წნელისის ტყეში. ამ ინფორმაციას ავრცელებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია,“ რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებებს აკვირდება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან. მოძრაობის წარმომადგენელმა, ლაშა ბერულავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ატოციდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარე სოფელ წნელისთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს მონადირე, რომელსაც თოფი წაართვეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გააფრთხილეს, რომ ამ ტერიტორიას აღარ მიახლოებოდა და თანასოფლელებისთვისაც ეთქვა, რომ ტყეში აღარ გავიდნენ. მოძრაობის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტყეში ტერიტორია საღებავით მონიშნეს.

სოფელი წნელისი ნაწილობრივ ოკუპირებულია. 2018 წლის ივნისში, როცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა შექმნა ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისია, ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო რეჟიმს პრეტენზია აქვს წნელისის არაოკუპირებულ ნაწილზეც.

XS
SM
MD
LG