Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი მიიღო


მსოფლიო პატრიარქი ბართლომე (მარცხნივ) და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ეპიფანე.
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე (მარცხნივ) და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ეპიფანე.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი გადასცა კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს. ტომოსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც სტამბოლის წმ. გიორგის ტაძარში გაიმართა, ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 5 იანვარს მოაწერა ხელი.

ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი.

​უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოაქვეყნა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი მიმართვა. პატრიარქი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებს მოუწოდებს, ცნონ უკრაინის ახალი ეკლესიის დამოუკიდებლობა.

15 დეკემბერს კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. მათ საფუძველზე შექმნილი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არის მიკუთვნებული. ახალი ეკლესიის მიტროპოლიტი გახდა 39 წლის ეპისკოპოსი ეპიფანე.

პოროშენკომ ისტორიული მოვლენა უწოდა ახალი ეკლესიის შექმნას. ხოლო კრემლი, ისევე როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მკაცრად აკრიტიკებს გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ.

XS
SM
MD
LG