Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია ეკა ბესელიას განცხადება გადადგომის შესახებ


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის კავშირი უზენაესი სასამართლოს ახალი წევრების შერჩევის საკითხთან გაუგებარი და ალოგიკურია:

აქ ლოგიკური საფუძველი რეალურად არ ჩანს. დღეს გაკეთდა ქალბატონი ეკას მხრიდან განცხადება გადადგომის თაობაზე. მაშინ, როდესაც მანამდე უკვე გაკეთებული იყო განცხადება ჩვენი მხრიდან იმის თაობაზე, რომ წელს აღარ მიიღებოდა ეს გადაწყვეტილება. ზუსტად ამიტომ არის გაუგებარი ეს კავშირი პროცედურასა და გადადგომას შორის. ჩვენ გუშინ არა მარტო ის ვთქვით, რომ წელს არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვთვლით, რომ იყო სურვილი გამოთქმული სხვადასხვა მხრიდან-მათ შორის საერთაშორისო პარტნიორები სხვა დაინტერესებული მხარეები. მათ თქვეს, რომ უმჯობესი იყო ჯერ წინასწარ გაწერილიყო პროცედურა და კრიტერიუმები და ამის შემდეგ დაწყებულიყო უკვე საკითხის განხილვა. ჩვენ ზუსტად ამას დავუკავშირეთ ჩვენი გუშინდელი განცხადება“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი განმარტებით, პარლამენტის გადაწყვეტილება ნიშნავდა იმას, რომ გაიწერებოდა პროცედურები, კრიტერიუმები და სწორედ მათ შესაბამისად ჩამოყალიბდებოდა მოსამართლეთა განახლებული სია, რომელსაც პარლამენტი განიხილავდა.

ეკა ბესელიამ დატოვა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დღეს, 27 დეკემბერს დატოვა. ბესელიას თქმით, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება იხილოს გამჭვირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეებად მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და შერჩევაში. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა იმუშაონ პროცედურების სრული დაცვით, რაც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანს და სწორს.

XS
SM
MD
LG