Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე პეტრე: ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი


წმინდა სინოდის სხდომაზე „ციანიდის საქმე“ არ განხილულა-განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ."სამწუხაროდ, ციანიდთან დაკავშირებით კათალიკოს-პატრიარქმა ამ საკითხის განხილვაზე თავი შეიკავა. ძალიან გულდასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია", - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, რომელმაც პასუხი გასცა ასევე ჟურნალისტის კითხვას გიორგი მარგველაშვილის მიერ გიორგი მამალაძის შეწყალების მოლოდინის საკითხზე და განაცხადა: „ ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისადმი. სინოდის სხდომიდან გამოსული მღვდელმთავრების თანახმად, გადაწყვეტილებას საქართველოს ეკლესია მიიღებს მას შემდეგ, რაც იანვარში გამოქვეყნდება მსოფლიო პატრიარქის დადგენილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ.

XS
SM
MD
LG