Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეების საკითხმა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიწია


პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიას.

„უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 28-დან 10 მოსამართლე, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის საქმეთა დროულ განხილვას და გადაწყვეტას. სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს უკვე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

XS
SM
MD
LG