„დღეს არც ერთ უცხოელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ვნებათაღელვა უადგილოა და ღია კარის მტვრევა არ არის საჭირო“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმ ათეა წულუკიანმა იუსტიციის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის კომენტირებისას.
თეა წულუკიანის თქმით, გამართული აქციის გამო, ათასობით ადამიანმა ვერ შეძლო დროული მომსახურების მიღება.
„თბილისის იუსტიციის სახლში ყოველდღიურად მოდის 10 ათასამდე ადამიანი, ზოგს პასპორტი აქვს ასაღები, ზოგს ეჩქარება სამშობიაროში მეუღლესთან დაბრუნდეს და დაბადების მოწმობა წაიღოს. სხვა ბევრი ტრანზაქცია ტარდება დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს დღეს საპროტესტო აქციამ ხელი შეუშალა. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხვალიდან მომსახურება განახლდება და არ იქნება თბილისის იუსტიციის სახლის შესასვლელი ბლოკირებული. ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ დ სხვა მოქალაქეების პატივისცემისკენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალიდან ეს შესაძლებელი იქნება“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საპროტესტო აქცია თბილისის იუსტიციის სახლთან 10 დეკემბერს გაიმართა.
„ქართული მარშისა“ და ქსენოფობიური განწყობების სხვა ჯგუფების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა შეუძლიათ.
აქციის მონაწილეები ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობის უფლებას უზღდავდნენ და განუმარტავდნენ, რომ 16 დეკემბრამდე, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, არ მისულიყვნენ.