„იმ შემთხვევაში, თუკი არ შესრულდება ჩვენი და სრულიად ქართული საზოგადოების მოთხოვნები, ჩვენ დავიწყებთ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას. ეს იქნება ლეგიტიმური კონსტიტუციური აქტი“, - ამის შესახებ განაცხადა თბილისის იუსტიციის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანზატორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელმაც ასევე მოუწოდა საჯარო მოხელეებს კონსტიტუციით მონიჭებული „გაფიცვის უფლების“ რეალიზაციისაკენ.
„ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აციაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი.
მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.
უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ცდილობენ არ დაუშვან 16 დეკემბრამდე დარჩენილ დროში მიწების უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე დარეგისტრირება.