Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე "დაშინების კამპანიის" ნაწილად მიიჩნევს თაკო ჩარკვიანზე თავდასხმას


გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა ქუთაისის აერპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე მომხდარ თავდასხმას, რომელსაც ის „ორგანიზებული“ კამპანიის ნაწილად მიიჩნევს. ჩარკვიანი აქტიურად უჭერდა მხარს ვაშაძის კანდიდატურას.

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 28 ნოემბერს გამართულ ტურს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ეს დაშინების კამპანია არის მართული ე.წ. ხელისუფლების მიერ“. „ის მაინც ეცადეთ, რომ დარჩეთ ქართველობის და ადამიანობის ფარგლებში, ქალზე მაინც არ აღმართოთ ხელი“, განაცხადა მან და გამოთქვა შეფასება, რომ „ყველაფერს განაგებენ სუს-ის მიერ ორგანიზებული კრიმინალური ბანდები“.

ვაშაძის განცხადებით, ის ყველა ასეთ ფაქტს მიიტანს არასამთავრობო ორგანიზაციებამდე და საერთაშორისო თანამეგობრობამდე. იქვე მან გაიმეორა წინა დღეს ბიბისი-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა, რომ კანონმორჩილია და კვლავ დაადანაშაულა მთავრობა არჩევნების „მოპარვაში“.

XS
SM
MD
LG