Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილე გახდა

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილე გახდა


სოფო ხალვაში და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე
სოფო ხალვაში და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. ქალაქის მერს დღემდე ორი მოადგილე ჰყავდა, მესამე მოადგილის თანამდებობა კი ვაკანტური იყო. სოფო ხალვაში წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემის, „დილის ტალღის“ წამყვანი. მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მომღერალს ხელშეკრულება დროებით შეუჩერა ოქტომბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც სოფო ხალვაშმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტებში. ამ ფაქტის გამო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხალვაშის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევისთვის. სოფო ხალვაშმა მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისთვის უცნობი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლისთვის მსგავსი შეზღუდვის არსებობა და წინა არჩევნების დროსაც მონაწილეობდა მმართველი პარტიის მხარდამჭერ აქციებში. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 12 ნოემბერს, სოფო ხალვაშმა დაწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება, რომელიც მაუწყებლის დირექტორს ამ ეტაპზე დაკმაყოფილებული არ აქვს.

XS
SM
MD
LG