საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრმა სულ ტოლერანტობის 12 ქომაგი გამოავლინა. მათ, ცენტრის შეფასებით, მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით შეუწყვეს ხელი ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.