Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი გარდაცვლილები იპოვეს


ზემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილის ცხედრები მაშველებმა 7 საათიანი ძებნის შედეგად იპოვეს.

გარდაცვლილები, 30 წლის ქალი და 1 წლის ბავშვი პროზექტურაში გადაასვენეს. სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

აფეთქება 15 ნოემბერს ფონიჭალაში 23-ე კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. დანგრეულია რამდენიმე სართული. გარდაცვლილი დედა-შვილი კორპუსის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავებული 3 ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

XS
SM
MD
LG