ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.
„44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%–ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა – 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან“, - განაცხადა ქაშიბაძემ. აფეთქება მოხდა ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსის მესამე სართულზე. აფეთქების შედეგად დაშავდა მე-2 სართულზე მცხოვრები სამი პირი.