„გამოვაცხადეთ ახალი ტენდერი 220 ერთეულ 8-მეტრიან ავტობუსზე, რომელთა შემოყვანაც მომავალი წლიდან დაიწყება“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ 7 ნოემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, გასულ კვირაში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე დღეში გამოვლინდება. მისი თქმით, 2019 წლისთვის ასევე დაგეგმილია 150 - გაზზე მომუშავე და 90 ელექტროავტობუსის შემოყვანა. მერიის გეგმით, 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება.