Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ომეგა-ჯგუფი" მთავრობის მაღალჩინოსნებს უჩივის


"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი
"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი

„ომეგა ჯგუფმა“ დიდ ბრიტანეთში დაიწყო სამართლებრივი პროცედურა საქართველოს მთავრობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ - ამის შესახებ იუწყებიან „ომეგა ჯგუფში“ შემავალი „იბერია TV“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2.“ მათი ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფის“ ინტერესებს იცავს ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფილდფიშერი.“

„იბერიის“ ინფორმაციით, მასთან ინტერვიუში კომპანიის იურისტმა კოლინ გიბსონმა განაცხადა, რომ დანაშაულში თანამონაწილეობის და კორუფციის ბრალდებით ლონდონში შემუშავდა სარჩელი საქართველოს მთავრობის მოქმედი და ყოფილი წევრების წინააღმდეგ. გიბსონმა დაასახელა გიორგი გახარია, ლევან ყიფიანი, ნოდარ ხადური, ანზორ ჩუბინიძე, დიმიტრი ქუმსიშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ბრიტანელი იურისტის თქმით, თუ სასამართლო დაადგენს, ფაქტი იქნება, რომ რაზეც სარჩელია შეტანილი სიმართლეა, რასაც მოჰყვება სისხლისსამართლებრივი პროცესი და იმსჯელებენ, თუ სად უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი - საქართველოში, თუ ინგლისში. კოლინ გიბსონის ასეთივე შინაარსის განცხადება გაავრცელა "რუსთავი 2"-მაც.

XS
SM
MD
LG