Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეს 34 წელი შეუსრულდებოდა


მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო

„გიორგი ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც ის ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად მივიდა. გიორგი ანწუხელიძეს 18 აგვისტოს 34 წელი შეუსრულდებოდა.

„გიორგი ანწუხელიძემ თავისი თავგანწირვით კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული მეხსიერება და ვალდებულება - დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება. დღეს კი, ჩვენი, ყველას ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, მათ შორის - თავდაცვის სფეროში, რათა გვქონდეს ჩვენი სამშობლოს სიყვარულის ადეკვატური ყველა საშუალება და უნარი თავდაცვისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის უფროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა მებრძოლებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. არსებობს სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ეს მასალა მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმ სარჩელთან მიმართებით, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2010 წელს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა.

XS
SM
MD
LG