Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეგა გეგეშიძე: „თედეევი დაგვეხმარა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში“


საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრების სკანდალურ ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილისა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძის მსგავსად, გეგეშიძეც ამბობს, რომ ქართველების მიერ თედეევის პორტრეტიანი მაისურების ჩაცმა და ერთობლივი ფოტოს გადაღება მხოლოდ მასთან მეგობრობის დამადასტურებელი ჟესტი იყო და არა რუსეთის პატივისცემის.


„არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში ვინ დაგვეხმარა, ვინმემ იცის? მოჭიდავეები ჩავერიეთ და სწორედ ძამბოლატ თედეევი დაგვიდგა მაშინ გვერდით, მაგრამ აქამდე არსად გვიხსენებია. თედეევი სპორტსმენია, მწვრთნელია და ჩვენი მეგობარია. არაერთხელ დაგვხმარებია წმინდა სპორტული კუთხითაც, რადგან პატივს გვცემს და ამ მეგობრობას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს“ - უთხრა გეგა გეგეშიძემ „რადიო თავისუფლებას“.

XS
SM
MD
LG