თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი დარახველიძემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და აღკვეთის ზომა - პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს. მათ შორისაა თენგიზ კალანდია, რომლის შვილსაც დანაშაულის უშუალო მონაწილედ მიიჩნევს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კალანდიას დაეკისრა 5000 ლარის გირაო, კიდევ ორ ბრალდებულს კი 3000-3000 ლარი. ეს პირები შსს-ს თანამშრომლებმა მკვლელობიდან მალევე, 2017 წლის 4 დეკემბერს დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომის შემდეგ, ადვოკატებმა განმარტეს, რომ მოსამართლემ ბრალდებულებს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, რადგან ჩათვალა, რომ აღარ არსებობდა მათი მიმალვის, ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდების მხარე და გასაჩივრებას აპირებს. პროკურატურის პოზიციაა, რომ არ გამოვლენილა არცერთი ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შეეძლო ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლება.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულებს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1