Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთაძე: სუბელიანის შვილს მკვლელობასთან შემხებლობა არ ჰქონდა


ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე
ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე

საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორორმა, ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი დავალება იყო ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება იმის დასდგენად, მონაწილეობდა თუ არა მკვლელობაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილი. „ჩემი მოსაზრება დღევანდელი გადმოსახედიდან ის არის, რომ ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან“ - განაცხადა შოთაძემ. მისგან დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს აინტერესებდა, თვლის თუ არა დავალებას შესრულებულად, როცა საქმის მასალებით დგინდება, რომ არ იქნა ამოღებული მირზა სუბელიანის შვილის ტელეფონი და მიმოწერა, არ გაიჩხრიკა სახლი და ა.შ.

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მომხდარი დანაშაულის გამოძიების პერიოდში მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობდა ირაკლი შოთაძე, რომელმაც თანამდებობა 31 მაისს დატოვა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნიდან ამ მუხლით დამნაშავედ მხოლოდ ერთი ცნო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოზარდების, ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელებიდან პროკურატურამ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელის ვინაობა დაადგინა.

XS
SM
MD
LG