ვაზიანის აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018“ გაიხსნა. მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებული ძალების 3 000-ზე მეტი სამხედრო.
"ღირსეული პარტნიორი 2018" - მეოთხედ

1
ვაზიანის აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018“ გაიხსნა.

2
მასში მინაწილეობს 3 000-ზე მეტი სამხედრო.

3
სწავლება 15 აგვისტომდე გასტანს.

4
წლევანდელი სწავლების მიზანია იმ უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, რაც საჭიროა სტაბილურობისთვის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

5
წვრთნის მიზანია ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

6
„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება.

7
მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

8
წელს სწავლებაში 13 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

9
გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

10
ვაზიანის აეროდრომზე გაიხსნა “ღირსეული პარტნიორი 2018“.