Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებითმა საპარლამენტო კომისიამ სამი არასრულწლოვანი გამოკითხა


საპარლამენტო კომისიის სხდომა
საპარლამენტო კომისიის სხდომა

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 28 ივლისს სამი არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა.

კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, არასრულწლოვნებმა დეტალურად ისაუბრეს გარემოებებზე, რომლებიც, კომისიის წევრებმა რამდენიმე დღის წინ დაასახელეს ახალ ვერსიად. ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ საჭიროა ამ ახალი ვერსიის გადამოწმება გამოძიებამ დროულად დაიწყოს და დროულად დაამთავროს.

„ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ არასრულწლოვნები თავის დროზე გამოკითხულიყვნენ. მათ შორის ერთ-ერთი ივნისის ბოლომდე არ ყოფილა გამოკითხული. ამ საგამოძიებო მოქმედებებში დაშვებული შეცდომების გამო, სამწუხაროდ, 8 თვის შემდეგ გვიწევს ახალ ვერსიებსა და გარემოებებზე საუბარი“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

ხორავას ქუჩაზე გასული წლის 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 70-მდე პირი გამოკითხა. მომავალ კვირაში იგეგმება მსჯავრდებულების, შინაგან საქმეთა მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა.

XS
SM
MD
LG