Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში და მას სასჯელის ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააკაშვილს 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლებაც.

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, საქმეში იყო არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც სააკაშვილის ბრალეულობაზე მიუთითებდა მათ შორის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის [ნინო ბურჯანაძის] ჩვენებაც.

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სწორედ ამ საქმეში სააკაშვილს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი.

ამავე საქმეზე მიეცნენ პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე. ივანე მერაბიშვილს ამ საქმისთვის 6 წელი და 9 თვე, ხოლო ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს 9 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.

XS
SM
MD
LG