31 მაისს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს დადგენილებაში „საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრიდან აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისათვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ - ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონტენტი სოხუმიდან. აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელის დავიდ სანგულიას თქმით, აფხაზეთის მთავრობა აღნიშნული დადგენილების მოქმედების ვადას ყოვეწლიურად ახანგრძლივებდა. დოკუმენტის ახალი რედაქციით კი დადგინდა, რომ „საქართველოსთან საზღვარის გადაკვეთა შესაძლებელია არა მხოლოდ ეროვნული პასპორტით, არამედ ბინადრობის მოწმობის საშუალებითაც“. „რა გააკეთონ იმ პირებმა, რომლებიც საზღვარს ფორმა N9-ით კვეთდნენ?“ - ტყვარჩელის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აიდა ჩაჩხალიას ამ კითხვის პასუხად, სანგულიამ განმარტა, რომ უნდა მიმართონ საპასპორტო-სავიზო სამსახურს და მიიღონ ბინადრობის მოწმობა. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის გარი არშბას თქმით, 1 ივნისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ნებართვების გაცემა, ფინანსთა სამინისტრომ კი დააფინანსოს შესაბამისი ბლანკების დამზადება.
ყველაზე პოპულარული
1