თბილისში მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან მიმდინარე მშენებლობის გამო კლდის საკმაოდ დიდი ნაწილი მწვანე საფართან ერთად ჩამოინგრა. ინფორმაციას კლდის ნგრევის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს მოქალაქე თეო ძაგნიძე. მისივე ცნობით, სამაშველო სამსახური საჭიროდ თვლიდა ინციდენტის მახლობლად მცხოვრები ხალხის ევაკუაციას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ოჯახი, რომელიც მშენებლობასთან ახლოს ცხოვრობს, ადგილზე არ იმყოფებოდნენ. მშენებლობას ახორციელებს ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი.
ყველაზე პოპულარული
1