„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დააკისრა. მოძრაობა მოითხოვს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას. მოძრაობის წევრმა, ბექა წიქარიშვილმა 12 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პერმანენტული საპროტესტო აქციები არ შეწყდება უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომამდე. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ასევე, მოითხოვს „დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი.“ მოძრაობამ „ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომ პოლიტიკოსებს" მოუწოდა, გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს.
ყველაზე პოპულარული
1