Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბავშვთა სამყაროს" ყოფილ მოვაჭრეებს "ქართული ოცნების" ყრილობის ადგილთან მიახლოება აუკრძალეს


დაზარებული მოვაჭრეების აქცია. 2018 წლის 11 მაისი
დაზარებული მოვაჭრეების აქცია. 2018 წლის 11 მაისი

პოლიციამ მთაწმინდის პარკთან მიახლოების უფლება არ მისცა სავაჭრო ცენტრის, „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს. მათ საპროტესტო აქციის გამართვა სურდათ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს. დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შენობა განზრახ დაწვეს, ობიექტურ გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას.“ მსვლელობისას შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 2017 წლის იანვარში გაჩნდა. იმავე წლის ივლისში, პროკურატურის თანამშრომლებმა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებებით დააკავეს სავაჭრო ცენტრის დირექტორი და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. ხანძრიდან რამდენიმე თვეში თბილისის მერიამ თითოეულ დაზარალებულ მოვაჭრეს მისცა 3000 ლარის კომპენსაცია.

XS
SM
MD
LG